Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მოიპოვა ”ასოშიეიტედ პრესის” თანამშრომელთა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები


”ასოშიეიტედ პრესი” აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფარულად მოიპოვა სააგენტოს ჟურნალისტებისა და რედაქტორების ორი თვის სატელეფონო საუბრები. ”ასოშიეიტედ პრესი” ფაქტს პრესის მუშაობაში ”მასობრივ და უპრეცედენტო ჩარევას” უწოდებს. ”ასოშიეიტედ პრესის” პრეზიდენტმა გერი პრუიტმა აშშ-ის გენერალური პროკურორის - ერიკ ჰოლდერისთვის მიწერილ წერილში გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ მთავრობამ რაიმე სპეციფიკური გამოძიებით გაპირობებული საფუძვლის გარეშე მოიპოვა ინფორმაცია. ”ასოშიეიტედ პრესი” აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა პარასკევს შეატყობინა კომპანიას, რომ მისი 20 ნომრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები რამდენიმე თვის წინ გამოითხოვეს სატელეფონო კომპანიებისგან. მთავრობას არ განუმარტავს, რისთვის გამოითხოვა საუბრების ჩანაწერები. მანამდე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პროკურატურა იძიებს, თუ ვის შეეძლო ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიეწოდებინა ინფორმაცია 2012 წლის 7 მაისის სტატიისთვის - იემენში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG