Accessibility links

logo-print

სოჭში გაიმართება პუტინისა და ნეტანიაჰუს შეხვედრა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დღეს სოჭში ჩადის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიტ პუტინთან შესახვედრად. დღის წესრიგის მთავარი საკითხია რუსეთის გეგმა, გაუმჯობესებული S-300 ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი გადასცეს სირიის ხელისუფლებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეს იქნება ”პოტენციურად მადესტაბილიზებელი” ნაბიჯი. სირიის საკითხზე სამსჯელოდ მიმდინარე კვირაში რუსეთში ჩასვლას გეგმავს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სირიის საკითხზე მოსკოვისა და ვაშინგტონის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები ივნისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG