Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანეთში ორშაბათს დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, დაჭრილები გადაიყვანეს ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში. არც ერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამინისტრო აცხადებს აგრეთვე, რომ ბაზაზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, უსაფრთხოების საგანგებო ზომებს მიმართავენ და ქართველი სამხედროები სრულად აკონტრლოებენ ვითარებას მათი პასუხისმგებლობსი ზონაში. ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე 13 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. შედეგად, 22-მდე გაიზარდა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG