Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებს ატარებს მთიან ყარაბაღთან


აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო წვრთნები მთიან ყარაბაღთან. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებას პირადად ხელმძღვანელობს მინისტრი, საფარ აბიევი. აზერაბიჯანის სახმელეთო და საზღვაო ძალები მონაწილეობენ წვრთნებში, რომლებიც კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასულ კვირაში საჯაროდ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მოაგვაროს მთიანი ყარაბაღის საკითხი. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორ ათწლეულზე მეტია, გრძელდება დაპირისპირება სეპარატისტული რეგიონის გარშემო. მხარეებმა 1994 წელს გააფორმეს საზავო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG