Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს


რუსეთში ცოტა ხნით დააკავეს შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დღევანდელი განცხადებით, რაიან კრისტოფერ ფოგლი წუხელ დააკავეს და შემდეგ შეერთებული შტატების საელჩოს გადასცეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფისცირებულ იქნა „საგანგებო ტექნიკური აღჭურვილობა, რუსეთის მოქალაქის გადასაბირებელი წერილობითი ინსტრუქციები, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და გარეგნობის შესაცვლელი მასალა“. ამავე ცნობით, ფოგლი გაფორმებული იყო შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ საკითხთა განყოფილებაში, მესამე მდივნად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი, მაიკლ მაკფოლი დაიბარა.
XS
SM
MD
LG