Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს


ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს და საქართველოს ხალხს მიუსამძიმრა აშშ-ის საელჩომ. ”ვლოცულობთ 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისა და დაღუპულთა თანამებრძოლებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგანან თავისუფლების სადარაჯოზე. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხვერპლი ახლავს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ნატოს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ”საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ-ერთი მოწინავე კონტრიბუტორია და შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საელჩო დასძენს, რომ სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შესუსტდება ძალისხმევა მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთის ასაშენებლად.
XS
SM
MD
LG