Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება


ავღანეთში 13 მაისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ დღეს იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, დაჭრილი სამხედროები ამჟამად ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის ბაზაზე, რომელზეც ორშაბათს თავდასხმა მოხდა, მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები და ქართველი სამხედროები მათი პასუხისმგებლობის ზონაში ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი 42-ე ბატალიონის ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის და მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ კაპრალები ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა და უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე.
XS
SM
MD
LG