Accessibility links

logo-print

პუტინმა და ნეტანიაჰუმ სირიის კრიზისზე იმსჯელეს


რუსეთის პრეზიდენტი გამოდის მოწოდებით, არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებდა ვითარებას სირიაში. ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ განაცხადა სოჭში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ. პუტინის განცხადება აღქმულია გაფრთხილებად, არ განხორციელდეს სირიაში უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენცია, ან არ მოხდეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მებრძოლი მეამბოხეების შეიარაღება. ამ ერთი კვირის წინ ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში. ხოლო მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა და აპირებს მისთვის S-300 ტიპის ანტისაჰაერო რაკეტების მიწოდებას.
XS
SM
MD
LG