Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატო აცხადებს, რომ სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში ოთხ დაღუპულზე იყო ლაპარაკი. ნატოს ინფორმაციით, ჯარისკაცები სამშაბათს დაიღუპნენ სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ჯარისკაცები ავტომანქანაში ისხდნენ და პატრულს ახორციელებდნენ ჟარის რაიონში, როცა იქ აფეთქება მოხდა. წინა დღეს, ორშაბათს, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) შემადგენლობაში მყოფი სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ყანდაარის მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG