Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან აძევებენ ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილ ამერიკელს


რუსეთმა თავისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტობაში ეჭვმიტანილ პირს, რაიან ქრისტოფერ ფოგლს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფოგლი „რაც შეიძლება მალე“ უნდა დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოგლი წუხელ ცოტა ხნით დააკავეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის გადაბირების მცდელობის გამო. ამავე ცნობით, რაიან ქრისტოფერ ფოგლი გაფორმებული იყო შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლად - პოლიტიკურ საკითხთა განყოფილების მესამე მდივნად.
XS
SM
MD
LG