Accessibility links

logo-print

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა


კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთის სოფლებში - ჭანდარში, ძირკოკში, ვეჯინში, კოლაგსა და ბაკურციხეში, რამაც მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა სოფელ კოლაგს. თითქმის მთლიანად განადგურდა ატმის ბაღები, ვენახები და ბოსტნეული. დაზიანდა გზები. კოლაგში დატბორილია ათობით სახლი და ეზო. ათასობით აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაზარალებული ადგილები მოინახულეს კახეთის გუბერნატორის მოადგილემ ,გიორგი ბოტკოველმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, ჯონი ოსიაშვილმა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა თბილისი-ბაკურციხე-თელავის მთავარ მაგისტრალზე.
XS
SM
MD
LG