Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გმობს სირიიდან გავრცელებულ მძიმე ვიდეოს


გაერო გმობს ინტერნეტით გავრცელებულ მძიმე ვიდეოს, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ასახავს სირიელი მეამბოხის მიერ დაღუპული ჯარისკაცის გვამიდან გულის ამოღების და შემდეგ ორგანოდან მოკბეჩის აქტს. როგორც იუწყებიან, ვიდეოზე ასახული პირი ქალაქ ჰომსში მცხოვრები მეამბოხე, აბუ საქარია. ვიდეოს ნამდვილობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ ხერხდება. გაეროს ადამიანის უფლებების კომისარი, ნავი პილაი გავრცელებულ განცხადებაში საქარის მოქმედებას „ომის დანაშაულს“ უწოდებს. ის სირიის ოპოზიციას მოუწოდებს გამოიძიოს ეს ინციდენტი, ისევე, როგორც მეამბოხეების მხრიდან დანაშაულების შესახებ გავრცელებული სხვა ცნობები - წამების და გასამართლების გარეშე ადამიანების დახვრეტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. ვიდეოზე ასახული აქტი დაგმო სირიის ოპოზიციურმა ეროვნულმა კოალიციამაც და განაცხადა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი პასუხს აგებს. ვიდეო ინტერნეტით კვირას გავრცელდა, თუმცა ჟურნალ „ტაიმის“ რეპორტიორები ამბობენ, რომ ის პირველად აპრილში ნახეს.
XS
SM
MD
LG