Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ამოწმებს ნავთობკომპანიების მიერ ფასების მანიპულირების ბრალდებას


ევროკომისიამ შემოწმება ჩაატარა რამდენიმე მსხვილ ნავთობკომპანიაში ეჭვის გამო, რომ ისინი ფასების მანიპულირებას ეწეოდნენ და, შესაბამისად, არღვევდნენ ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ წესებს. ევროკომისიას არ დაუსახელებია კომპანიები, რომლებიც სამშაბათს შეამოწმეს. მაგრამ კომპანიებმა "როიალ დაჩ შელმა", "ბრიტიშ პეტრილიუმმა" და "სტატოილმა" გაავრცელეს ინფორმაცია მათ ოფისებში რეიდების თაობაზე. ევროკომისიის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ნავთობკომპანიები შესაძლოა, ერთმანეთს ურიგდებოდნენ ფასების მანიპულირებისას.
XS
SM
MD
LG