Accessibility links

logo-print

ავღანეთში პატივი მიაგეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას


ავღანეთში პატივი მიაგეს საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "ლეზერნიკზე" გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცერემონიას ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ. "რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაურმა, გენერალ-მაიორმა უოლტერ მილერმა კოალიციის სახელით მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილის გამო და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული კონტინგენტის უმნიშვნელოვანესი როლი ISAF-ის მისიაში. 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა 13 მაისს დაიღუპნენ მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დაღუპულ ჯარისკაცებს საქართველოში უახლოეს დროში გადმოასვენებენ.
XS
SM
MD
LG