Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს მრჩეველი ისაო იიძიმა ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა დაუგეგმავი ვიზიტით. როგორც იაპონიის მედია იუწყება, იიძიმა იემდოვნებს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის მოახერხებს დაიყოლიოს ჩრდილოეთი კორეა განაახლოს მოლაპარაკებები უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 17 გატაცებული იაპონელის ბედის თაობაზე. იაპონიის 5 გატაცებული მოქალაქე სამშობლოში 2002 წელს დაბრუნდა. დანარჩენები, კი ფხენიანის მტკიცებით, ცოცხლები აღარ არიან.
XS
SM
MD
LG