Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს გირაო შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა შს-თა მინისტრის პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, რომელიც 12 მაისს დააკავეს მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველად მიჩნეული ფარული ვიდოჩანაწერის საჯაროდ გავრცელებისთვის. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა, რომლის პოზიციით, არსებობს საშიშროება, რომ თავისუფლად ყოფნის პირობებში ხვედელიძე ზეგავლენას მოახდენს ფარესიშვილზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების განადგურებას შეეცდება. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა არა ბრალდების, არამედ დაცვის მხარის შუამდგომლობა და ხვედელიძეს, რომელიც დღევანდელ განხილვას არ დასწრებია, 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ, ეკა არეშიძემ იმით ახსნა, რომ გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ხვედელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG