Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აშშ-ს


რუსეთმა პროტესტი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს ამერიკელი დიპლომატის მიერ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის გადაბირების მცდელობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო უწყების საპროტესტო ნოტა დღეს გადასცეს მოსკოვში აშშ-ის ელჩს, მაიკლ მაკფოლს. მას არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხზე. გუშინ მოსკოვმა „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს მესამე მდივანი რაიან ფოგლი და მისი რუსეთიდან გამგზავრება მოითხოვა. უშიშროების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ფოგლი დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლის გადაბირების მცდელობისას და მას აღმოუჩინეს საგანგებო ტექნიკური აღჭურვილობა, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, კომპასი, რუკები, პარიკები. ზოგ ექსპერტს არადამაჯერებლად მიაჩნია ეს ინფორმაცია: შეერთებული შტატების გამოძიების ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, პიტერ ბრუკსი აცხადებს, რომ ამერიკელი მზვერავი არ დაუშვებდა მის წინააღმდეგ სამხილების ასეთი „არსენალის“ არსებობას.
XS
SM
MD
LG