Accessibility links

logo-print

პოლიციამ დააკავა ქურდული სამყაროს 12 წევრი


საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავეს. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში და სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის არიან წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები, ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალი. ”გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას ” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ამავე ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და მათგან მიღებულ კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ.
XS
SM
MD
LG