Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების დასჯას ითხოვს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფინანსთა მინისტრ ჯეკ ლიუს დაავალა, პასუხისმგებლობა დააკისროს ფედერალური საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც გასულ წელს ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს არაერთი საგადასახადო შემოწმება ჩაუტარეს. ობამას სიტყვებით, გასული წლის შემოწმებებმა აჩვენა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების ”დაუშვებელი და უპატიებელი შეცდომები”. როგორც პრეზიდენტის მიმართვაში წერია, რამდენიმე მათგანმა კანონი არასამართლიანი გზით გამოიყენა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოკლდერმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალა საგადასახადო სამსახურის საქმიანობის გამოძიება. გასულ კვირაში აშშ-ის საგადასახადო სამსახურმა განაცხადა, რომ შემოწმებებს ”შეცდომით” ატარებდა. გამოძიებას წინ უძღოდა 75 ორგანიზაციის საჩივარი, რომლებიც არასაგადასახადო სტატუსით სარგებლობდნენ. ორგანიზაციების განცხადებით, მათთან სიტემატურად ტარდებოდა დამატებითი შემოწმებები.
XS
SM
MD
LG