Accessibility links

logo-print

არქტიკის ქვეყნების წარმომადგენლებმა რეგიონის მომავალზე იმსჯელეს


არქტიკის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთში შეიკრიბნენ რეგიონში კლიმატური ცვლილებებით და კომერციული აქტივობის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე მოსალაპარაკებლად. „არქტიკული საბჭო“, რომელიც რუსეთს, შეერთებულ შტატებს, კანადას, დანიას, ისლანდიას, ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს აერთიანებს, 1996 წელს შეიქმნა არქტიკაში გარემოს დასაცავად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ოთხშაბათს მინისტრები შეთანხმდნენ ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და იტალიისათის მუდმივ მეთვალყურეთა სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნავთობის გაჟონვის თავიდან აცილების და გასაწმენდი სამუშაოების შესახებ. ნავთობის გაჟონვის საფრთხე უკავშირდება რეგიონის მდიდარი ბუნებრივი რესურსების მიმართ მსოფლიოში მზარდ ინტერესს.
XS
SM
MD
LG