Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაღუპული 3 ქართველი ჯარისკაცი თბილისში ჩამოასვენეს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოასვენეს. აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მაღალჩინოსნები, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე, 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG