Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცი აეროპორტიდან პროზექტურაში გადაასვენეს


რამდენიმე წუთის წინ ავღანეთში დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაასვენეს, გავრცელებული ინფორმაციით - პროზექტურაში. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, აეროპორტში იმყოფებოდნენ ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძის და ვლადიმერ შანავას ოჯახის წევრები და ახლობლები. დღეს საღამოს, 19.00 საათზე დაღუპულ სამხედროებს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG