Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა საგადასახადო უწყების ხელმძღვანელი მოხსნა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საგადასახადო უწყების თანამშრომელთა ერთი ნაწილის მიერ აშშ-ის კონსერვატორთა ჯგუფების წევრების მიმართ უსამართლო მოქმედება. კერძოდ, საგადასახადო უწყების თანამშრომელთა ერთი ნაწილი საძიებოდ იყენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ”ჩაის პარტია” და ”პატრიოტები”, რომ გამოევლინა კონსერვატორული ჯგუფების წარმომადგენელთა საგადასახადო დოკუმენტები და შემდეგ განსაკუთრებული გულისყურით სწორედ ამ გზით შერჩეულ პირთა დოკუმენტებს სწავლობდა. სკანდალი მიმდინარე კვირაში აგორდა, როცა გამოქვეყნდა ხაზინის გენერალური ინსპექტორის ანგარიში საგადასახადო ადმინისტრაციის მუშაობის შესახებ.
XS
SM
MD
LG