Accessibility links

logo-print

ქაბულში დღეს მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება


ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და პოლიციის ცნობით, დღეს ქაბულში მომხდარ აფეთქებას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ ცოტა 35 პირი. თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რომელიც მსუბუქ ავტომანქანას მართავდა, უცხოელი სამხედროების კოლონაზე მიიტანა იერიში. ქაბულის პოლიციის უფროსის განცახდებით, ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა სერიოზულად დაზიანდა. ნატოს ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დღეს დილით კოალიციის კოლონაზე თავდასხმა მოხდა, თუმცა, სხვა დეტალებზე არაფერი უთქვამს. დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფება ”ჰიზბ-ე-ისლამიმ”.
XS
SM
MD
LG