Accessibility links

დეპარდიე ჩეჩნეთში ორ ფილმში ითამაშებს


ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე აპირებს, ორ ფილმში ითამაშოს ჩეჩნეთში. ამასთან, რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესმდივანმა დღეს უარყო რუსეთის და საფრანგეთის მედიაში ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს ერთ-ერთ ფილმში დეპარდიეს ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერი, რამზან კადიროვის მამა, ახმად ზაკაევი უნდა განესახიერებინა. პრესმდივანმა დაადასტურა, რომ დეპარდიე ითამაშებს ორ ფილმში, რომელთა ზოგ ეპიზოდსაც ჩეჩნეთში და მოსკოვში გადაიღებენ. ფრანგი მსახიობი მომავალ კვირაში გროზნოში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს კინოპროექტების ზოგ დეტალზე. დეპარდიე თებერვალში ესტუმრა ჩეჩნეთს, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. რესპუბლიკის ამჟამინდელმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა მას ფეშენებელური ბინა აჩუქა.
XS
SM
MD
LG