Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გაგრძელდება


ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი, საიდ ჯალილი აცხადებს, რომ ორივე მხარემ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გაგრძელება. ჯალილის თქმით, მას „ხანგრძლივი და სასარგებლო“ საუბარი ჰქონდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან და ორივე მხარემ გადაწყვიტა მუშაობის გაგრძელება. შეხვედრა ოთხშაბათს სტამბულში გაიმართა. კეტრინ ეშტონმაც „სასარგებლოდ“ მოიხსენია ჯალილისთან შეხვედრა, თუმცა მას არაფერი უთქვას მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების პროცესში ეშტონი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდიმივი წევრის (აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის) და გერმანიის წარმომადგენელი. ირანისაგან მოითხოვენ ურანის გამდიდრების შეწყვეტას, რათა დასავლეთში დარწმუნდნენ, რომ ეს ქვეყანა არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნა.
XS
SM
MD
LG