Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს მიზანია შეიქმნას თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრი


საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებობა იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ თბილისში ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას. პრემიერმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის განვითარება საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რადგან დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის და მთლიანად რეგიონის როლს გლობალურ ეკონომიკაში. ივანიშვილის თქმით, საქართველოს მიზანია შეიქმნას თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობას. ”გლობალურ ეკონომიკაში მყარი პოზიციის მოსაპოვებლად ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობის განვითარებასა და ტრანზიტის გაზრდის პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ცენტრალური და სამხრეთ აზიის საკითხებში ლინ ტრეისმა და საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. მისი განცხადებით, ევროკავშირისთვის აბრეშუმის გზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის თვალსაზრისთაც.
XS
SM
MD
LG