Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო იუწყება ქაბულში მსხვერპლის შესახებ


ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) ორი ჯარისკაცი და ოთხი კონტრაქტორი დაიღუპნენ ქაბულში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად. ISAF-ის განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ დაღუპულები. ხოლო ავღანეთის ჯანდაცვის უწყების და პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, დაიღუპა კიდევ, სულ ცოტა, ექვსი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 30-მდე ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა მუსლიმ ექსტრემისტთა ჯგუფმა „ჰიზბ-ე ისლამიმ“. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ძალადობის ეს აქტი.
XS
SM
MD
LG