Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გაასაჩივრა გელა ხვედელიძისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება


პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გირაო შეეფარდა შს-თა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს. ის 12 მაისს დააკავეს მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველად მიჩნეული ფარული ვიდეოჩანაწერის საჯაროდ გავრცელებისთვის. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს პროკურატურა, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისუფლად ყოფნის პირობებში ხვედელიძემ შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ფარესიშვილზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების განადგურება სცადოს.
XS
SM
MD
LG