Accessibility links

logo-print

ქაბულში 15 ადამიანი შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ


ქაბულში 15 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების, ISAF-ის ცნობით, აფეთქება სამხედრო ბადრაგის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცია. ხოლო ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის ცხრა ავღანელი სამოქალაქო პირია, დაიჭრა 39 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტთა ჯგუფმა „ჰიზბ-ე ისლამმა“. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ძალადობის ეს აქტი.
XS
SM
MD
LG