Accessibility links

logo-print

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი მომხდარს აშშ-ზე „შურისგებას“ უწოდებს


აშშ-ის მედიის თანახმად, ბოსტონის მარათონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი საკუთარი ხელით დაწერილ ცნობაში, მომხდარს უწოდებს „შურისგებას“ იმ ომების გამო, რასაც აშშ-ი მუსლიმანური ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით „სიბიეს ნიუსი“ წერს, რომ ცარნაევმა ეს მესიჯი იმ ნავის კედელზე დატოვა, რომელშიც იგი სამართალდამცველებმა 15 აპრილის აფეთქების შემდეგ იპოვეს. „ძირითადში წერილში საუბარია იმაზე, რომ აფეთქებები არის შურისგება აშშ-ის მიერ მუსლიმთა წინაშე, ავღანეთსა და ერაყში ჩადენილ დანაშაულზე, ხოლო ბოსტონის თავდასხმის მსხვერპლი მოხსენიებულია, როგორც „კოლატერალური დანაკარგი“, ისევე როგორც კოლატერალურ დანაკარგად ითვლებოდა აშშ-ის მიერ წარმოებული ომების დროს მსოფლიოში დაღუპული უდანაშაულო ადამიანები“, -ასე გადმოსცემს ცარნაევის მესიჯის შინაარსს „სიბიეს ნიუსის“ კორესპონდენტი ჯონ მილერი. 19 წლის ჯოხარ ცარნაევი „წამებულად“ მოიხსენებს მის უფროს ძმას 26 წლის ტამერლანს, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს ორმხრივ სროლაში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG