Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი და თურქეთი გააგრძელებენ სირიის რეჟიმზე ზეწოლას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მზად არიან, რომ გააგრძელონ ზეწოლის გაძლიერება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმზე. სირიის კონფლიქტი იყო უმთავრესი საკითხი, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თეთრ სახლში გამართეს შეხვედრა. ხუთშაბათის შეხვედრამდე ორი დღით ადრე კი სისხლიანი თავდასხმები მოეწყო თურქეთში, რაშიც ანკარა სირიის სადაზვერვო სამსახურებს დებს ბრალს. ობამამ აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს სირიის ოპოზიციისათვის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები.
XS
SM
MD
LG