Accessibility links

logo-print

წალკელი ეკომიგრანტები მიწების დაბრუნებას მოითხოვენ


16 მაისს წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები თბილისში ჩამოვიდნენ და აქცია გამართეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას, იქნება ეს საცხოვრებელი სახლების შეძენა-დაკანონება თუ სხვა სახის საკითხები. წალკის რაიონის სოფელ საბეჭისის მცხოვრებნი ასევე ითხოვენ, რომ მათ დაუბრუნონ ერთ დროს სოფლის კუთვნილი და ამჯერად გასხვისებული ტერიტორია. ეს მიწები, მათი თქმით, სოფლის სასაფლაოსა და საძოვარსაც მოიცავს.

XS
SM
MD
LG