Accessibility links

პარლამენტთან სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი


პარლამენტთან სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ისინი რუსთაველის გამზირზე გუშინ, ღამით მივიდნენ და იქამდე დარჩებიან, სანამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აქციის გამართვაზე უარს აღარ იტყვიან. "ეს არის სოდომის ცოდვა და ამორალობა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ეს ამორალობა და უზნეობა, მრევლი და სასულიერო პირები შევიკრიბეთ პარლამენტის შენობის წინ. ვიდრე ისინი უარს არ იტყვიან აქციის გამართავზე, მანამდე ჩვენ აქ ვიდგებით", - აცხადებენ სასულიერო პირები. პარლამენტის შენობის წინ გამოკრულია დღევანდელი აქციის საწინააღმდეგო ბანერები. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კინო "რუსთაველთან" და სასტუმრო ”რედისონთან” პატრულის რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული.
XS
SM
MD
LG