Accessibility links

logo-print

სასულიერო პირები და მრევლი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ


ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით რამდენიმე ასეული ადამიანი მსვლელობას აწყობს. ამ დროისათვის მოძრაობა რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - ”საქართველო, საქართველო”. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, "ილოცებენ იმისთვის, რომ ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს გონება გაეხსნათ". ამ დროისათვის გადაკეტილია მოძრაობა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" წინაც. აღნიშნული გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მიიღეს. ადგილზე რამდენიმე ასეული პოლიციელი იმყოფება. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, სადაც ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის ”იდენტობის” მიერ ფლეშმობია დაგეგმილი, სპეცრაზმიც გამოჩნდა, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული ფლეშმობი პარლამენტის შენობასთან 13.00 საათისთვის არის დაგეგმილი. ამასთან, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა იმართება, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზეც გადაკეტილია.
XS
SM
MD
LG