Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში ადამიანით მოვაჭრეები დააკავეს


ბრაზილიის პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში უკანონო გზით შემოჰყავდათ ბანგლადეშის მოქალაქეები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრაზილიაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს დაჯგუფების წევრები თვეში 1500 დოლარს პირდებოდნენ, თუმცა ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ მათ მშენებლობებზე ფაქტობრივად მონებად ამუშავებდნენ. აპრილში ბრაზილიის შტატ აკრეში, რომელიც პერუს ესაზღვრება, გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. სამართალდამცავების მტკიცებთ, ქვეყანაში დიდი რაოდენობით არალეგალი მიგრანტი შედიოდა.
XS
SM
MD
LG