Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ჰომოსექსუალთა 25% ძალადობის მსხვერპლია


ევროკავშირის გამოკვლევაში, რომელიც ჰომოფობიის ფაქტებს აღწერს, ნათქვამია, რომ გამოკითხულ ჰომოსექსუალთა 25% უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ევროპულმა სააგენტომ 93 ათასი რესპონდენტი გამოკითხა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გამოკვლევაში მითითებულია, რომ ძალადობის მსხვერპლთა ნახევარს არ მიუმართავს პოლიციისთვის, რადგან, მათი თქმით, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათგან დახმარებას ვერ მიიღებდნენ. 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG