Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 15 პალესტინელი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს


ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელიც სიგარეტის კონტრაბანდას ეწეოდა. დაკავებულია 15 პალესტინელი. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, მათ ნაწილს კავშირი ჰქონდა ცნობილ ტერორისტებთან. ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნეიდერმანმა და პოლიციის კომისარმა რეი კელიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კონტრაბანდულმა ჯგუფმა 55 მილიონი დოლარის ღირებულების სიგარეტის რეალიზება მოახერხა. სამართალდამცავების განცხადებით, გამოძიება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პალესტილენებს 25-წლიანი პატიმრობა ელით.
XS
SM
MD
LG