Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ტერორიზმში ეჭვმიტანილი უზბეკი მოქალაქე დააკავეს


აშშ-ის შტატ აიდაჰოს ხელისუფლებამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 წლის უზბეკი ეროვნების მამაკაცი დააკავა. პროკურორების თქმით, 30 წლის ფაზლიდინ ყურბანოვი ხუთშაბათს ქალაქ ბოისეში აიყვანეს. მის მიმართ აღძრულ საქმეში ფიგურირებს ბრალდება სხვებთან ერთად მოფიქრებული ფარული გეგმით, უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობისათვის ფულით დახმარება და კომპიუტერული ქსელის პროგრამული უზრუნველყოფა. დანაშაული 2012 წლის აგვისტოსა და 2013 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. უზბეკეთის ისლამისტური ორგანიზაცია კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ მონაწილეობდა ფარული გეგმის განხორციელებაში. ყურბანოვი ეჭვმიტანილია ასევე დაურეგისტრირებელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ფლობაში, ასევე თვითნაკეთი ბომბების და მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში.
XS
SM
MD
LG