Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც იუწყებიან, შეხვედრის უმთავრესი საკითხი სირიის კრიზისი იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მინისტრ ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ერთობლივ მოწოდებას სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ. ლავროვმა კი დასძინა, რომ მნიშვნელოვანია თავად სირიელმა ხალხმა გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს კონფერენციაზე მოკონფლიქტე მხარის წარმომადგენელი. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ სირიის მხრიდან ვინ არისა მზად კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. და მეორე ამოცანა ისაა, რომ განისაზღვროს სირიის გარდა, კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარომადგენელთა წრე.“ ლავროვმა გაიმეორა, რომ ემხრობა გაეროს ეგიდით მიმდინარე გამოძიებას, რომელმაც უნდა დაადგინოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები. სოჭში მყოფი გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG