Accessibility links

logo-print

პაკისტანში ორ მეჩეთში სისხლიანი აფეთქებები მოეწყო


სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ხიბერ პახტუნყვის პროვინციაში მდებარე ორ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მლოცველები პარასკევის ლოცვაზე იმყოფებოდნენ ერთ-ერთ სოფელში. ტერაქტის შედეგად ჩამოინგრა მეჩეთის სახურავი, რომლის ნანგრევებში ათობით ადამიან მოჰყვა. მაშველებს ნანგრევებიდან გამოჰყავთ გადარჩენილები და გამოაქვთ გვამები. პაკისტანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა ნებაყოფლობით ჩააბაროს სისხლი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG