Accessibility links

logo-print

ევროკავშირი გეების დისკრიმინაციის გაძლიერებაზე საუბრობს


ევროკავშირი აცხადებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები მზარდ დისკრიმინაციას აწყდებიან ევროკავშირის ქვეყნებში. როგორც ვენაში მდებარე „ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ გამოკვლევებშია ნათქვამი, ევროკავშირსა და ხორვატიაში მცხოვრები 93 000 ლგბტ ადამიანიდან 47 %- მა აღიარა, რომ ისინი მათი სექსუალური ორიენტაციის გამო ბოლო 12 თვის განმავლობაში დისკრიმინაციას და შეურაცხყოფას განიცდიდნენ. ყველაზე ნაკლებ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები შეურაცხყოფას განიცდიან ჰოლანდიაში, 30 %. ყველაზე ლგბტ ადამიანების ყველაზე დიდი დისკრიმინაცია 60 % ხორვატიაში, რუმინეთსა და ლიტვაში გამოვლინდა, სადაც სექსუალური უმცირესობებისათვის არახელსაყრელი გარემოებაა შექმნილი განათლების, დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურების სფეროებში. ევროკავშირის სააგენტო მოუწოდებს ბლოკის წვერ ქვეყნებს, რათა გადაიხედოს კანონმდებლობა შრომითი და სოციალური სფეროს კანონმდებლობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სექსუალური უმცირესობების ინტერსები.
XS
SM
MD
LG