Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: სექსუალური ძალადობა დაუშვებელია არმიაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა უწოდა სექსუალური ძალადობის ზრდას აშშ-ის არმიის რიგებში. ვაშინგტონში ხუთშაბათს საუბრის დროს, ობამამ აღნიშნა, რომ სამხედრო სიძლიერე ეფუძნება ნდობას, რასაც არმიაში არსებული სექსუალური ძალადობა ძირს უთხრის. აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება მოჰყვა კვირის დასაწყისში მომხდარ სექსუალურ ძალადობას, რომელიც გაუპატიურების პრევენციის პროგრამაში მონაწილე ჯარისკაცმა ჩაიდინა. ეს არის ბოლო სექსუალური სკანდალი აშშ-ის სამხედრო ძალებში, სადაც პენტაგონის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს დაახლოებით 26 ათას მოსამსახურეზე განხორციელდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობა.
XS
SM
MD
LG