Accessibility links

logo-print

გიგა ბოკერია „სამარცხვინოს“ უწოდებს თბილისში მომხდარ ძალადობას


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს "სამარცხვინოდ" აფასებს, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს კი "სიძულვილით აღსავსე მოძალადეებს" უწოდებს. როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც მკაცრად უნდა დაისაჯონ." დღეს არის სამარცხვინო და საგანგაშო დღე მთელი საქართველოსთვის, სიძულვილით აღსავსე მოძალადეები სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება სურდათ. ისინი არიან საქართველოს მტრები, დამნაშავეები და ისინი უნდა იქნენ დასჯილი", - განაცხადა ბოკერიამ. ამასთან, მისივე აზრით, სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში არსებული კლიმატის შექმნას ხელი ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო.
XS
SM
MD
LG