Accessibility links

საპარლამენტო უმრავლესობას 3 ახალი დეპუტატი ჰყავს


საპარლამენტო უმრავლესობას 3 ახალი წევრი ჰყავს. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა ცნო 27 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ოლქებში მაჟორიტარ დეპუტატებად არჩეული თამარ კორძაიას, პაატა კიკნაველიძის და გიორგი კახიანის უფლებამოსილება. სამივე მათგანი კენჭს კოალიცია ”ქართული ოცნებიდან” იყრიდა. მათ პარლამენტში შეცვალეს 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი და კახა კალაძე, რომლებიც შესაბამისად დაინიშნენ იუსტიციის მინისტრად, მთავარ პროკურორად და ენერგეტიკის მინისტრად.
XS
SM
MD
LG