Accessibility links

ჯონ კერი სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს


ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ”მამაცმა ჯარისკაცებმა მიზნად დაისახეს ავღანეთი და მთლიანად მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ მიზანს. მადლიერებას გამოვთქვამ მათი სამსახურის გამო” - ნათქვამია ჯონ კერის წერილში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაია ფანჯიკიძეს სთხოვს მისი სამძიმარი გადასცეს დაღუპულთა ოჯახებს. ”ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას ავღანეთსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი ძალისხმევისა, რომლის მიზანია ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა და აშშ აფასებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს ამ მიზნის მიღწევაში”, - აღნიშნავს ჯონ კერი. სახელმწიფო მდივანმა უდიდესი მადლიერება გამოხატა ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილისთვის და სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს.
XS
SM
MD
LG