Accessibility links

logo-print

თეა წულუკიანი: ერთ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფსაც აქვს არსებობის უფლება


საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ორივე ჯგუფს თანაბარი უფლება ჰქონდა გამოეხატა საკუთარი აზრი და პროტესტი, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშიც წერია. ”მთავარი აქ იყო ის, რომ პოლიციამ უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად მაქსიმალურად მოახერხა შეტაკება არ მომხდარიყო დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის და ეს იყო დღეს მთავარი მიზანი, რომელიც მიღწეულია”, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავლში ”საზოგადოების დაპირისპირებული მხარეები უკეთ გაიგებენ იმას, რომ ერთ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფსაც აქვს არსებობის უფლება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ერთ და მეორე ჯგუფშიც არიან ქვეყნის მოქალაქეები და ყველანი ვართ ერთი და იმავე საზოგადოების წევრები."
XS
SM
MD
LG