Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი ინფორმაციით, ოცამდე ადამიანი დაშავდა თბილისში გამართულ აქციაზე


წინასწარი ინფორმაციით, სულ ცოტა, ოცამდე ადამიანი (მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიციელები) დაშავდა დღეს თბილისში, სადაც ორგანიზაცია ”იდენტობას” ჰომოფობიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს სასულიერო პირებმა და სხვა ასობით მოქალაქემ. ისინი დილის 11 საათიდან შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც ”იდენტობის” მიერ წინასწარ გამოცხადებული აქცია უნდა გამართულიყო, მოგვიანებით კი თავისუფლების მოედნისკენ გაარღვიეს პოლიციის კორდონი. სამართალდამცავებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მსურველები არეულობის ადგილიდან ავტობუსებით გაიყვანეს, თუმცა მათი მოწინააღმდეგეები რამდენიმე მიკროავტობუსს დაედევნენ და ქვები და ბოთლები დაუშინეს. რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ადამიანს. მოგვიანებით ორგანიზაცია ”იდენტობის” და მის მხარდამჭერთა მოწინააღმდგეები პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მათ შსს-მ მოუწოდა, კანონის შესაბამისად იმოქმედონ და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
XS
SM
MD
LG