Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“


პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაგმო ის ძალადობა, რომელსაც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“. ივანიშვილის ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მშვიდობიანი შეკრების და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, დისკრიმინაციის და სხვისი უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებები დაუშვებელია და ამგვარი ქმედების ჩამდენ ნებისმიერ დამნაშავეს კანონის შესაბამისად მოექცევიან“.
„2000–ზე მეტი პოლიციელი იქნა განთავსებული ლგბტ მომიტინგეების მცირე ჯგუფსა და კონტრ დემონსტრატებს შორის დაპირისპირების აღსაკვეთად. თუმცა, ისინი რამდენიმე ათასიანი პარალელური აქციის მონაწილეებმა დაჯაბნეს, რომელთა ნაწილიც ძალადობაში ჩაერთო, გაარღვია პოლიციის კორდონი და შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა ლგბტ წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეცრაზმმა ისინი ალტერნატიულ ადგილას გადაიყვანა“. ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო "civil.ge".
XS
SM
MD
LG