Accessibility links

logo-print

პატრიარქი: „ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა"


საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია „ემიჯნება ძალადობას“, რომელსაც 17 მაისს მართლმადიდებელი აქტივისტების და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ „ცოდვის“ პროპაგანდა დაუშვებელია. „ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში. უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს არის ცოდვა და ვერავითარი რელიგია ვერ დაუჭერს მხარს ამ ცოდვას. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა პატრიარქმა თავის სატელევიზიო კომენტარში, რომელიც თვითმფრინავში იყო ჩაწერილი. პატრიარქმა დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა. „მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება“, - განაცხადა მან, „მე მოუწოდებ ჩვენს ხალხს, ყველას ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც, რომ დატოვონ ქუჩები და წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის“. თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობამდე ერთი დღით ადრე პატრიარქმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად დაგეგმილი აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს "civil.ge".
XS
SM
MD
LG